კობახიძე: "მადლობა ბატონ ბიძინას"
მთავრობის სხდომა პრემიერმა ისევ ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ ოლიგარქს მადლობა ოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზემისთვის გადაცემისთვის გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ივანიშვილი თავისი ქველმოქმედებით ქვეყნისთვის დიდ საქმეს აკეთებს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი.
ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი, - თქვა კობახიძემ.