"სასტიკად მცემეს, ნაციონალს მეძახდნენ" - პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ აქტივისტთან
პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ აქტივისტთან - ლერი დარჯანია "პირველებს" უყვება, რომ როცა მას ფიზიკურად სწვდენოდნენ, თავდამსხმელები "ნაციონალს" ეძახდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ მას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე სიარული არ აპატიებს.
"სასტიკად მცემეს, მაგინებდნენ - "შე ნაციონალოო", არადა, არ ვარ ნაციონალი. დიდი ალბათობით, იმის გამო გამოსწორდნენ, რომ აქციებზე დავდივარ" - ამბობს დარჯანია.
რუსული კანონონის მოწინააღმდეგე, აღნიშნავს, რომ მას ფიზიკურად კუნთმაგარი ბიჭები გაუწორდნენ.
ასევე ნახეთ:
ლერი დარჯანიას ჩასაფრებაა დილით მოუწყვეს. სახლიდან გამოსულ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს ფიზიკურად ათამდე პირი გაუსწორდა. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ ახალგაზრდა კაცი პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, მას ექიმების დახმარება დასჭირდა.