თუ სანქციები იქნება, უნდა ვნახოთ რა და როგორი მასშტაბით იქნება - ლაშა ხუციშვილი

17.06.24 13:38
თუ სანქციები იქნება, უნდა ვნახოთ რა და როგორი მასშტაბით იქნება - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაბრებს. მისი თქმით, ანალიზის გაკეთება მხოლოდ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

სანქციები უნდა ვნახოთ რას ეხება, მერე შევაფასოთ ამ სანქციების ეფექტი და მერე შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე. უნდა ვნახოთ თუ ასეთი იქნება, რა იქნება და რა მასშტაბით იქნება. ჯერჯერობით ასეთი ტიპის შეზღუდვა ჩემთვის ცნობილი არ არის. გაცხადებული არის, მუშაობა მიმდინარებს, ეს გასაგებია, თუმცა ეს არ არის საკმრისი იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ანალიზი გაკეთდეს, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

აშშ-ს შემდეგ საქართველოს მთავრობას სანქციებს ევროკავშირიც უანონსებს. თუ შეზღუდვებზე იქნება საუბარი, სავარაუდოდ, ევროკავშირის საბჭოს სამიტზე გაირკვევა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები