სანქციებს არ ველოდები - გიორგი ამილახვარი

17.06.24 13:40
სანქციებს არ ველოდები - გიორგი ამილახვარი

"ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად განათლების მინისტრიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობს. გიორგი ამილახვარის თქმით, სანქციებს არ ელოდება. 

სანქციებს არ ველოდები, იმიტომ, რომ ამის არანაირი საფუძვლები არ არის. დანარჩენი ვნახოთ, - ამბობს გიორგი ამილხავარი.

აშშ-ს შემდეგ საქართველოს მთავრობას სანქციებს ევროკავშირიც უანონსებს. თუ შეზღუდვებზე იქნება საუბარი, სავარაუდოდ, ევროკავშირის საბჭოს სამიტზე გაირკვევა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები