ვინ მოხვდება ახალი მოწვევის პარლამენტში - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"
ვის დაუფასდება რუსულ კანონზე სამჯერ ხმის მიცემა და ვინ მოხვდება ბიძინა ივანიშვილის ახალი სიით ახალი მოწვევის პარლამენტში? "ქართულ ოცნებაში" ნამდვილი ნერვების ომი იწყება. სია, რომლითაც უნდა გაირკვეს, ვისზე დადებს ფსონს ოლიგაქრი, უკვე იწერება.
დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ კონსულტაციები სიებთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარებს, მეორე ნაწილი კი "პირველებთან" ამბობს, რომ ამგვარი კონსულტაციებს ადგილი არ აქვს.
დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ კონსულტაციები როსტომ მეფის სასახლეში მიდის. მისი მტკიცებით, ივანიშვილი სიებთან კავშირში არ არის.
იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს, არასწორი და უსამართლოა, იმიტომ, რომ არასდროს არცერთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ არ ყოფილა 2011 წლიდან მოყოლებული, რომ არ გვქონდეს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გუნდის წევრებთან. კონსულტაციები ახლა კი არ დაიწყო, დიდი ხანია უკვე ამ თემაზე მსჯელობა მიდის, მაგრამ ამას უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება უახლოესი პერიოდიდან მოყოლებული. პოლიტსაბჭო იღებს მონაწილეობას, ყველა, ვინც არის ჩართული, ფართოა წერ იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობას იღებს ამ საკითხების განხილვაში და საკმარისია, მემგონი ამ ეტაპზე და უახლოეს მომავალში უფრო მეტი გახდება ცნობილი, - ამბობს ვოლსკი.