იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" სიის პირველი ნომერი - რას ამბობს პრემიერი

17.06.24 14:36
იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" სიის პირველი ნომერი - რას ამბობს პრემიერი

იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს. 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 12 წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასდროს მიუღია და "ყველა გადაწყვეტილება გუნდში მსჯელობის შედეგად მიიღება".

ზოგადად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი - ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ დროის განმავლობაში, 12 წლის მანძილზე სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. სიასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენთან სია კოლეგიალურ რეჟიმში განიხილება, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქ იგულისხმება საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა პრემიერმა."- თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

კითხვაზე, იცის თუ არა რომელი ნომერი იქნება თავად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "პოლიტსაბჭოს სიაზე არც კი უმსჯელია" . 

რაც შეეხება სურვილს, საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ დღეს მოქმედი უმრავლესობა "ქართული ოცნების" სიაში ყოფნას იმსახურებს. 

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა გამორჩეული გუნდია, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, ამის საშუალება უნდა მიეცეს"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები