კობახიძე ყოფილი ელჩის წინააღმდეგ - პრემიერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაფუჭებაში დეგნანს ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძის იერიში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩზე - პრემიერის თქმით, კელი დეგნანმა ქართულ ამერიკული ურთიერთობების კუთხით "მაქსიმუმი გააფუჭა".
კობახიძე ამტკიცებს, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები რეპუტაციულად არა საქართველოს და მის მთავრობას, არამედ თვითონ შტატებს აზიანებს.
თავის დროზე ყოფილმა ელჩმა იმედი რამე გააფუჭა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება უბრალოდ პრაქტიკულად თუ თეორიულად იყო შეუძლებელი, მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ ამერიკული ურთიერთობების კუთხით", - თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმითვე, სავიზო შეზღუდვების პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს. "პირველების" კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს შესაბამისი შეტყობინებები არ მისვლიათ.
არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, თქვენ გახსოვთ, თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არავითარი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლო დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა, როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე, ეს რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს, ამ შემთხვევაში ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე"- თქვა მან.