თუ ვინმეს კონფლიქტი ჰქონდა, მარტივად მოგვარდება - პრემიერის პირველი კომენტარი ძალოვნების არაფორმალურ ომზე
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საქართველოს პრემიერ-მინსტრი პირველ კომენტარს აკეთებს.
ირაკლი კობახიძე - "ხარებასა" და "სინჯიკას" დაჯგუფებებს შორის მომხდარ ფიზიკურც დაპირისპირებაზე დასმულ შეკითხვებს "დრამატიზებას" უწოდებს.
"ეს არის რაღაც ამბის დრამატიზების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუ სადმე ვინმეს რამე, არ ვიცი, თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, დარწმუნებული ვარ ეს კონფლიქტი მარტივად მოგვარდება", - თქვა კობახიძემ.
შაბათის ეთერის სკანდალური ჟურანალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის დაპირისპირების ამბით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ფაქტებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გაემოცვას შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული ხარებას შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს.
ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებს, რომ გიორგი სინჯიკაშვილი გურჯაანში, მარწყვის საკრეფად წავიდა. გაუჩინარებული საჯარო მოხელის უახლოესი ოჯახის წევრი, "პირველებისთვის" მიცემულ, პირველ ინტერვიუში ირწმუნება, რომ მისი შვილი, არა თუ ქვეყნიდან გაიქცა, არამედ სოფელ ჩუმლაყში, მამიდასთან იმყოფება და მოსავალს იღებს.