პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე კომპანიას წულუკიანი შეუერთდა

17.06.24 15:38
პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე კომპანიას წულუკიანი შეუერთდა

პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე კომპანიას წულუკიანი შეუერთდა. "ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად სპორტის და კულტურის მინისტრიც ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ადამიანები გაურკვეველი კრიტერიუმით დაყო, რაც მას ნეგატიურად ახასიათებს. 

დაყო ერთი გუნდი გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით, ეს, რა თქმა უნდა, ვისგან, ვისგან და პრეზიდენტისგან, რომელიც ასე უწერია კონსტიტუციაში, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი და გარკვეული ჰარმონიის დამამკვიდრებელი საზოგადოებაში მისგან ეს გადაწყვეტილება მისთვისვეა საზიანო. თავად, იქ, სადაც პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ფეხბურთის ფედერაციაში მან დაყო ადამიანები გაურკვეველი ნიშნით. რა თქმა უნდა, ეს მას ძალიან ნეგატიურად ახასიათებს, - ამბობს წულუკიანი. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯილდოს მხოლოდ იმ შემტხვევაში მიიღებენ, თუ მას თავდაპირველი სიით გასაზღვრულ 53-ვე ადამიანს გადასცემენ. განცხადების თანახმად, თავდაპირველი სია შემდეგ შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულებით მასში 53 ადამიანის ნაცვლად, 40 იქნა შეყვანილი.  

აღსანიშნავია, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცემა.

 

მსგავსი სიახლეები