კობახიძე ამტკიცებს, რომ იცის იმ მაღალჩინოსნების გვარები, ვინც გლობალური ომის პარტიაში ირიცხებიან
გლობალური ომის პარტიისა და მასონების სკანდალის შემდეგ, კობახიძე იმ პირების გვარების დასახელებას აანონსებს, ვინც მისი მოსაზრებით, ამავე გლობალური ომის პარტიაში ირიცხებიან. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს პარტია ნამდვილად არსებობს და მისი მიზანი ქვეყანში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც თავიდან დაუკავშირეს კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას კონკრეტული ძალები, ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. ეს გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების ეს სისტემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული იფნორმაცია ორგანიზაციებთან და ადამიანებთან, გავრებთან დაკავშირებით ვინც არის წარმომადგენელი აომ გლობალური ომის პარტიის. ჩვენ გვარებით ვიცით, რომელი ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. არ ვიძახით ამას იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს..., - ამბობს კობახიძე.