პოლიტიკური განცხადება უნდა გაკეთდეს, როცა პრეზიდენტი ასეთ საქციელს სჩადის - ყაველაშვილი ჯილდოების სკანდალზე

17.06.24 17:33
პოლიტიკური განცხადება უნდა გაკეთდეს, როცა პრეზიდენტი ასეთ საქციელს სჩადის - ყაველაშვილი ჯილდოების სკანდალზე

ჯილდოების სკანდალთან დაკავშირებით პრეზიდენტს "ოცნების" მსგავსად "ხალხის ძალაც" აკრიტიკებს. გურამ ყაველაშვილი ამბტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქციელი მიუღებელი და განმაცვიფრებელი იყო და ამიტომ, პოლიტიკური განცადება უნდა გაკეთებულიყო. 

ამასთან, დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეროვნული ნაკრების სწევრებს ახლა ამისტვის არ სცხელათ და მხოლოდ ვარჯიშზე და ხვალინდელ თამაშზე არიან ორიენტირებულები. 

ფეხბურთელები ემზადებიან ხვალინდელი შეხვედრისთვის და მთელი საქართველო მოლოდინში ვართ, რომ წარმატებულად ითამაშებენ ჩვენი ბიჭები. ფეხბურთელები რა შუაშია? სხვა საკითხებში გამოანცვიფრა პრეზიედნტმა, აქაც განცვიფრება იყო, რომ ვიღაცეები იყვნენ ამოღებული ამ სიიდან. ელემენტალური წესია. ფეხბურთელები დაკავებული არიან ვარჯიშით და ხვალინდელი თამაშით და საერთოდ არ ფიქრობენ ამ თემაზე. პოლიტიკური განცხადება უნდა გაკეთდეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ საქციელს ჩადის, ყველასთვის მიუღებელს. ეს ხომ მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო აპოლიტიკური საკითხი, რომ მთელი ერი ვზეიმობდით, - ამბობს ყაველაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯილდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მას თავდაპირველი სიით გასაზღვრულ 53-ვე ადამიანს გადასცემენ. განცხადების თანახმად, თავდაპირველი სია შემდეგ შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულებით მასში 53 ადამიანის ნაცვლად, 40 იქნა შეყვანილი.  

აღსანიშნავია, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცემა, თუმცა ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" მაინც სალომე ზურაბიშვილის გაშავების კამპანიით არის დაკავებული. 

 

მსგავსი სიახლეები