"ხარება" VS გიორგი შინჯიკაშვილი - ვოლსკი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს
დაპირისპირება "ხარებასა" და ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორს შორის - პარლამენტის ვიცე სპიკერი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.
გის ვოლსკი ამბობს, თუ სისტემასთან დაკავშირებით რაიმე ხდება, აუცილებელია, ეს საზოგადოებამ იცოდეს.
მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გამოძიება დაიწყოს. საყოფაცხოვრებო ნიადაგზეც რომ იყოს რაიმე დაპირისპირება ყველა შემთხვევაში საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება.
არავის დაუსჯელობის განცდა არ აქვს საქართველოში. რა საკვირველია,საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და არ ეხება რაიმე საიდუმლო პროცესებს, ეს ყველაფერი ცნობილია. დახურული სისტემა არ არსებობს", - ამბობს ვოლსკი.
შაბათის ეთერის სკანდალური ჟურანალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის დაპირისპირების ამბით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ფაქტებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გაემოცვას შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული ხარებას შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს.
ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის მამა ამტკიცებს, რომ გიორგი სინჯიკაშვილი გურჯაანში, მარწყვის საკრეფად წავიდა. გაუჩინარებული საჯარო მოხელის უახლოესი ოჯახის წევრი, "პირველებისთვის" მიცემულ, პირველ ინტერვიუში ირწმუნება, რომ მისი შვილი, არა თუ ქვეყნიდან გაიქცა, არამედ სოფელ ჩუმლაყში, მამიდასთან იმყოფება და მოსავალს იღებს.