"ნათლად ვაცხადებ, რუსული კანონი საქართველოს EU-თან ვერ დააახლოებს" - ბორელი კობახიძეს ტყუილში ამხელს

24.06.24 20:40
"ნათლად ვაცხადებ, რუსული კანონი საქართველოს EU-თან ვერ დააახლოებს" - ბორელი კობახიძეს ტყუილში ამხელს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერს ტყუილში ამხელს.  ამის შესახებ მან ლუქსმებურგში საგარეო საქმეტა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირშ ინტეგრფაციის გზას ვერ დაუბრუნდება. 

იყო გაცხოველებული დებატების საქართელოს შესახებ უკვე მეორეჯერ და საბჭოში ჩვენ განვიხილეთ მოვლენების ბოლო გავითარება საქართველოში, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებაც იყო საუბარი. ჩვენ გული გვწყდება, რომ ევროკავშირზე და მის ღირბეულებებზე არის ფართე დეზინფოემაცია ოფიციალური მხარისგან. ჩვენ გვესმის საქართველოს ხელმძღვანელობის ყველაზე უმაღლეს დონზე განცხადებები და ეს გასაოცარია, რომ მათი პოზიციით, ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან საქართველოს. ნათლად მინდა განვაცხადო - „არა!“, აღნიშნული კანონი და ყველა ნეგატიური მოვლენების გავითარება მის გარშემო, საქართველოს აშორებს ევროკავშირს. ამაზე უფრო ნათლად, ლაკონურად ამას ვერ გამoვხატავ. ეს ასქართველოს აშორებს ევროკავშირს. აღნიშნულ განცხადებას 26-მა წევრმა დაუჭირა 27 დან. არ არის კონსესუსი, მაგრამ კონსესუსი არ გვჭირდება. 
ჩვენ გვესმის, რომ დინამიკა საქართველოს უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგაა და მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, მათი განცხადებდიან ცხადი ხდება, რომ ევროკავშირს შორდება საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ თუ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, საქართველო ვერ დაუბრუნდება ევროპულ გზას. 
პარალელურად, ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მისამართით, რათა ებრძოლოს დეზინფორმაციას და მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესს, - განაცხადა ბორელმა.