გახდა თუ არა ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა?
გახდა თუ არა ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა? - ეს არის ცენტრალური კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. თავდაცვის სამინისტროს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.
გამოძიების პასუხს ელოდებიან გამოცდილი პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ახლობლებიც.
ირკვევა, ისიც რომ სუ 25-ის მოიერიშე თვითმფრინავი, 6 საფრენ აპარატთან ერთად ათი თვის წინ გაარემონტეს.
სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 13:00 საათზე ჩამოვარდა.
სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე პოლიციელები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.
მსგავსი სიახლეები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს