რუსეთმა პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა - მოსკოვი ოკუპირებულ უკრაინაში ქართველი ექსპერტების ვიზიტს აშუქებს

რუსული მედია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი ექსპერტების ვიზიტს აშუქებს - ადამიანების, რომლებიც, მოსკოვის მიერ დაპყრობილ დონბასში ჩავიდნენ როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი კახა კალაძის დის ქმარია. პაატა აბულაძემ "პირველების" კითხვებზე პასუხების ნაცვლად, გინება დაიწყო. ცნობილია, რომ აბულძე რუსეთის მხარდამჭერი პოზიციებით გამოირჩევა.
იქ რამდენიმე ამერიკელი უნდა დამეჭირა, თქვენი გეი პატრონები რომ არიან, სოდომისტები, თქვენ რომ პატრონები გყავთ იქ . გეები და ჩათლახები, - უთხრა „პირველებს“ აბულაძემ სატელეფონო საუბრისას.
ირკვევა ისიც, რომ რუსეთში დიასპორის სახელით მოქმედი "ქართული ოცნების" მხარდაჭერი ორგანიზაცია ანექსირებულ ყირიმში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს.
ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლმა პროპაგანდის მანქანა აამუშავა, რითაც ცდილობს, აჩვენოს, თითქოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ აღიარებულია. ამასთან, სპეციალისტების თქმით, "ქართული ოცნების" მწვანე შუქის ანთების გარეშე ოკუპირებულ დონბასში საქართველოს სახელით ჩასვლას ვერავინ გაბედავდა.
რეალურად, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სახელმწიფოშ, რომელიც ბელორუსიისკენ მიდის ანუ ბელორუსია ხდება ნელ-ნელა. სახელმწიფო, რომელშიც ერთი ავტორიტარის გადაწყვეტილებების გარეშე არაფერი და არავინ მოძრაობს. ამიტომ ხელისუფლების მწვანეს გარეშე ასეთი ტიპის აქტივობებს ადამიანები, რომლებიც არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული, არ ახორციელებენ. პირები, რომლებიც არიან ძალიან ახლო კავშირებშ ისაქართველოს ხელისუფლებასთან არიან დასაქმებული საჯარო სექტორში, არიან ჩართული ამ პროცესში, ეს სიახლეა, ოღონდ ეს არ არის რუსული სიხალე, ეს უკვე ქართული სიახლეა. დაშვების დონეზე დაუშვა ის, რომ შესაძლოა, ადამიანებმა ისე იარონ როგორც თითონ უნდათ, ვიღაცეების პროპაგანდის იარაღად იქცნენ და ისინი ამისთვის პასუხსაც კი არ იღებდნენ, - ამბობს დავით ძიძშვილი.
კიდევ ერთი ექსპერტი ანდრო გოცირიძე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს.
თუ ის საჯარო პირია, თავისთავად, ამას უნდა მოყვეს რეაგირება ოფიციალური თბილისიდან. ზუსტად იგივე ოპერიდან არის. რუსეთის ერთის მხრივ ცდილობს, რომ სახელმწიფოებრიობის განცდა შექმნას ამ ოკუპრებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აბსოლუტურად იდენტური ხელწერაა. მეორეს მხრივ, ცხადია, ცდილობს, განხეთქილება ჩააგდოს ამ პოსტსაბჭოთა დასავლური ორიენტაციის ბანაკებში და მესამე, შექმნას განცდა, რომ ეს პრორუსული განწყობა თითქოსდა ქართელ ხალხშიც არსებობს, რომ ისინი მიესალმებიან ამ ახალ წარმონაქმნებს, აქაურ გამოცხადებულ რესპუბლიკებს. ცხადია, ეს ყველაფერი არის სიცრუე, - ამბობს ექსპერტი.