ევროკავშირისგან დახმარების მისაღებად პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო - ვალდის დომბროვსკისი
თუ საქართველოს უნდა ევროკავშირის დახმარების ახალი პაკეტი მიიღოს, ამისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო, - ამ შინაარსის ტვიტი ევროკომისიის აღამასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა. დომბროვსკისმა მმართველ პარტიას, პრაქტიკულად, პირდაპირ მიუთითა, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს თავს ვერ გაართმევს, საქართველოს ევროკავშირთან პრობლემები ექნება.
არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო საინვესტიციო კავსირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევრკავშირის მაკროფინანსური დახმარების მე-2 ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე, სატაბილური პოლიტიკური გარემო წინსვლის მთავარი წინაპირობაა, - წერს დომბროვსკისი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.