"დასანანია" - საქართველოს თავდაცვის უწყება აშშ-ს პასუხობს
"დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულიგანცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროითგადადების შესახებ," - ასე პასუხობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებას.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" "განუსაზღვრელი ვადით" გადადო, რაც გამოიწვია საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-ისა და სხვა პარტნიორების მიმართ გაჟღერებულმა "ცრუ ბრალდებებმა".
საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორცსაქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორიქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრომოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას დაურთიერთთავსებადობის გაზრდას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა დაუსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათშორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“," - წერია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.