იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი - საფრანგეთის ელჩი

11.07.24 18:31
იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმდინარე პროცესი გაყინულია.

ყველაფერს, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, აქვს შედეგები - ამბობს დიპლომატი.

ელჩის თქმით, იმისთვის რომ, საფრანგეთმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ამისათვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.

 შერაზ გასრი ამბობს, რომ ჯერ არაფერი არ არის პრინციპულად გადაწყევტილი და რომ ჯერ კიდევ არის შანსი რომ საქართველო ევროკავშირში დაბრუნდეს.

ჩემი სურვილია საქართველო წავიდეს ევროკავშირის გზაზე და ევროკავშირისკენაც მოიპოვოს გამარჯვებები. ამჟამად, ეს პროცესი არის გაყინული. 

ევროპულმა საბჭომ, განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო დეფაქტო შეჩერებული, ეს იყო იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ამის შედეგად, ჩვენი პირდაპირი დახმარება შეწყდება ბიუჯეტის მიმართ და ეს დახმარება წარიმართება სამოქალაქო საზოგადოების და მედიისკენ. ჩვენი სურვილია, რომ
საქართველოს მხარი დავუჭიროთ  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ამისათვის საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროკავშირის გზას
ყველაფერს, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, აქვს შედეგები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს, რაც შეიძლება ძალიან მალე, ევროკავშირისკენ წინსვლას", - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები