კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიამ განახორციელა

14.07.24 15:51
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიამ განახორციელა

საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპზე თავდასხმას ორი ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებით გამოეხმაურა. ერთი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლატფორმა X-ზე გაავრცელა, სადაც მომხდარი დაგმო და აშშ-ს ექსპრეზიდენტს წარმატება უსურვა.

მოგვიანებით პრემიერმა ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ტრამპზე თავდასხმა გლობალურმა ომის პარტიამ განახორციელა. კობახიძე ამტკიცებს, რომ "ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა". 

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს, - წერს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის. 

ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა. 

 

მსგავსი სიახლეები