მკვლელობა ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი
მკვლელობა ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი. უწყების თანახმად, დაკავებული 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია.
შსს-ს ინფორმაციით, 29 წლის პირმა 27 წლის კაცი დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ კონფლიქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, თუმცა რაზე იჩხუბეს მოქალაქეებმა, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ საუბრობს.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
24.09.26 20:05
"საჭიროა მკაფიო, დროული პოლიტიკური რეაქცია, რათა ავტორიტარულ ტენდენციებს შესაბამისი ფასი დაედოს" - ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში
დისკუსია საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მოაწყო - ღონისძიება ჯგუფის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა სტივი გუსტავმა და სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს.