"ლელოს" პასუხი გახარიას გუნდს: "4 კითხვიდან 1 კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე საკმარისი არ არის“
"4 კითხვიდან 1 კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე საკმარისი არ არის“- ასე უპასუხა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა გახარია გუნდს, რომელმაც დღეს ხაზარაძის 4 კითხვიდან ერთის საპასუხოდ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნის.
,,ლელოს“ გენერალური მდივანი გახარიას პარტიას წარმატებას უსურვებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ექსპრემიერის გუნდის მიერ დღეს გაცემული პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დრომდე მსგავსი მკაფიო განცხადება არ ყოფილა.
რაც შეეხება კონსულტაციებს, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტია "საქართველოსთან" არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
,,გიორგი გახარიას გუნდს ვუსურვებთ წარმატებას, მნიშვნელოვანია, რომ მათ ბარიერი გადალახონ. კონსულტაციები, რიგ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებთან გრძელდება, თუმცა ამ შემადგენლობაში, ამ ეტაპისთვის არ შედის გიორგი გახარიას გუნდი, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გახარიას გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მტკიცე და მკაფიო პასუხი, იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ქართულ ოცნებასთან“ არ აპირებენ, ისინი კოალიციის შეკვრას, არჩევნების შემდეგ. ეს ღირებული პასუხია, რაც აქამდე ესე მკაფიოდ არ თქმულა“. - განაცხადა ლელოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
რაც შეეხება 2021 წელს, "ლელოს" მიერ ენმ-ს მერობის კანდიდატის მხარდაჭერას, კუპრაძე მიხეილ დაუშვილის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია სწორი იყო.
2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, იყო ძალიან სწორი, პოზიცია, რომელიც ,,ლელომ“ გამოხატა. ,,ლელო“ არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია კომპრომისები გასწიოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მძიმე და სამართლიანობასთან წინააღმდეგობაში მოსული კომპრომისები"- დასძინა მან.
ცნობისთვის, ექსპრემიერის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ფორმით თანამშრომლობას ან კოალიციის შეკვრას. კითხვა მიხეილ დაუშვილს მას შემდეგ დაუსვეს, რაც "ლელოს" ლიდერმა, ექსპრემიერს 4 კითხვით მიმართა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ ექს-პრემიერი ოთხ კითხვას გასცემს პასუხს, მზად არის, გახარიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ოთხიდან სამი კითხვა წარსულის შეეხება, ერთი კი გახარიას სამომავლო გეგმებს.