ორბანი კობახიძის მთავრობას აქებს

18.07.24 14:44
ორბანი კობახიძის მთავრობას აქებს

ვიქტორ ორბანი კობახიძის მთავრობას აქებს - გაერთიანებულ სამეფოში მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პატივისცემა პირდაპირრ თქვა, რომ "ოცნება" ძალიან რთულ პირობებში ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებას ცდილობს.

მისი თქმით, საქართველო არის შესანიშნავი სახელმწიფო, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საქმეს.

„საქართველო არის შესანიშნავი სახელმწიფო, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საქმეს. მე დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ ევროპაში ბევრს არ ესმის რამდენად რთულია, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დაიცვას სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა მე ამას ვაფასებ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი სიახლეები