შიშის შეგრძნება მაქვს - აქტივისტმა, რომელიც პოლიციას ტერორში ადანაშაულებს, საგამოძიებო სამსახური დატოვა

18.07.24 15:31
შიშის შეგრძნება მაქვს - აქტივისტმა, რომელიც პოლიციას ტერორში ადანაშაულებს, საგამოძიებო სამსახური დატოვა

მოქალაქემ, რომელიც პოლიციას ტერორში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დატოვა. ლუკა კინწურაშვილმა კაციტაძის უწყების გამომძიებლებს დეტალურად უამბო მასზე განხორციელებული სავარაუდო უკანონობის შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, შიშის შეგრძნება აქვს, თუმცა საგამოძიებოს იმ იმედით მიმართა, რომ იქნებ "სამართალი მის მხარეს დადგეს". 

,,შიშის შეგრძნება მაქვს, მაგრამ ნუ სხვა ალტერნატივა არ მქონდა. ერთადერთი გამოსავალი ეს არის, რომ მივმართო და მინიმალური იმედი, მაინც  გამოვიყენო, რომ იქნებ სამართალი არსებობდეს ჩემს მხარეს. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, როგორც მომექცა პოლიცია, რა გადაცდომილებებიც ჰქონდათ, როგორ უკანონოდ მოხდა ჩემი დაკავება, დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ამ ყველაფრის შესახებ"- აცხადებს ლუკა კინწურაშვილი:

ლუკა კინწურაშვილი ამბობს, რომ ის პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 9 ივლისს გახდა. 

სამოქალაქო აქტივისტი ირწმუნება, რომ ფსიქოლოგიური ტერორი პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა. 

მისივე თქმით, ჯერ უმიზეზოდ დააკავეს, შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ, ისე რომ არც ადვოკატებთან და არც ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება არ მისცეს, იზოლატორში გამოკეტეს.

მსგავსი სიახლეები