ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცეს
401 მომხრე, 284 წინააღმდეგი, 15-მა კი თავი შეიკავა - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ არჩევანი გააკეთა, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენი იქვე ხაზგასმით ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი.