საქართველოს მთავრობა პრემიერის ხელის ჩამორთმევის ფოტოებს ავრცელებს
საქართველოს მთავრობა, ბლენ ჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკური სამიტიდან პრემიერის ხელის ჩამორთმევის ფოტოებს ავრცელებს.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე მიესალმა ემანუელ მაკრონს, ჯოზეფ ბორელს, კაია კალასს, თუმცა, ფოტოებში არ ჩანს ზელენკისთან მისალმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.
სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა.
გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი უკვე დასრულდა. სამიტს 47 სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სამიტზე მთავარი განსახილველი თემები უკრაინის დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია იყო.