ხაზარაძის 4 კითხვა გახარიას და ერთი პასუხი - იპოვიან თუ არა საერთო შეხების წერტილს "ლელო" და ექს-პრემიერის პარტია?
4 კითხვა გახარიას და ერთი პასუხი. ექს-პრემიერი წარსულზე საუბარს არ აპირებს, თავად მამუკა ხაზარაძესთან კი კითხვები არ აქვს. ერთადერთი რაც დღეს გიორგი გახარიამ დაადასტურა არის ის, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ გეგმავს. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს და ანაკლიის პროექტის გაჩერებას, ამ თემაზე დამატებით საუბარს ექსპრემიერი ჯერ არ აპირებს. შესაბამისად ორი პარტიის შესაძლო გაერთიანების თემაც ჯერ ბუნდოვანი, მაგრამ პოზიციების დაახლოების შანსის პერსპექტივით რჩება.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთისთვის წარმატების სურვილით შემოიფარგლნენ. კონსულტაციაბი არც ყოფილა და არც ახლა მიდინარეობს - ამას ორივე პარტია ადასტურებს. თუმცა ლელო მისი პოლიტიკური ცენტრის გამსხვილებაზე აქტიურად მუშაობს. არ არის გამორიცხული მალე ახალ ერთობას ახალი მოთამაშეები შეუერთდნენ. "პირველების" ინფორმაციით კონსულტაციები ალეკო ელისაშვილთან, ხატია დეკანოიძესა და ხათუნა სამნიძესთან დაწყებულია.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.