პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში და მოსამართლე, რომლის რუსულ კავშირებზე კითხვები გაჩნდა

18.07.24 20:35
პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში და მოსამართლე, რომლის რუსულ კავშირებზე კითხვები გაჩნდა

 

პრეზიდენტის სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ წარმოებაში მიღებულია. ისტორიული პროცესის დაწყებამდე კი ახალ სკანდალში ის მოსამართლე ეხვევა, რომელმაც ეს კანონი უნდა განიხილოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მეუღლე რუსეთის მთავრობაში მუშაობდა.

ამბავი ვასილ როინიშვილის მოსკოვური კავშირების შესახებ, მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოსამართლემ დეკლარაციაში მიუთითა მეუღლის საქმიანობა.

ირკვევა, რომ მოსამართლის ოჯახის წევრი რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ახლა ამ მოსამართლემ კი უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა რუსული კანონი ქართულ კონსტიტუციას.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები