განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ
განმუხურში, მდინარეში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, რომ მას შემდეგ რაც თანატოლებმა მოზარდი საკუთარი ძალებით ვერ მოძებნეს, საშველად მეზობლებს დაუძახეს, მეზობლებმა კი 112 გამოიძახეს.