რისთვის ჩავიდა და ვის შეხვდა საქართველოს პრემიერი ლონდონში

18.07.24 20:27
რისთვის ჩავიდა და ვის შეხვდა საქართველოს პრემიერი ლონდონში

 

რისთვის ჩავიდა და ვის შეხვდა საქართველოს პრემიერი ლონდონში. სამიტიდან გავრცელებულ კადრებში კობახიძე სრულ მარტოობაშია. საერთო ფოტოზე უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები პირველ რიგში იდგნენ,  საქართველოს პრემიერი კი უკან, როგორც მოლაპარაკებების მიღმა დარჩენილი ქვეყნის მთავრობის მეთაური.

ეს იყო პირველი კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციასთან ერთად  ევროპული დაფინანსებაც გაიყინა. შეხვედრა დახურული იყო, კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ისაუბრა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, თუმცა, არ საუბარობს, რა პასუხი მიიღო პარტნიორების მხრიდან.

ბლენ ჰაიმის სასახლეში მყოფ  პრემიერს ბრუსელის კიდევ ერთი გზავნილი წამოეწია. ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესიაა  - რაც იმას ნიშნავს,  რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატისთვის ოცნებას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.     

მსგავსი სიახლეები