როგორ შედგა ახალი პოლიტიკური გაერთიანება? - რას ამბობს ხაზარაძე

18.07.24 21:11
როგორ შედგა ახალი პოლიტიკური გაერთიანება? - რას ამბობს ხაზარაძე

"ახალი კონფიგურაცია არის იმ ახალი ხალხით, რომელიც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში, ვერავინ დაამადლის ან უსაყვედურებს ამ ხალხს, რომ წარსულში გვქონდა სადავეები და რაღაც ვერ გავაკეთეთ," - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საუბრობს და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საუბრობს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საჭიროა ერთობა და თვლის, რომ ეს ფორმულა გაამართლებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის ის კონფიგურაცია, რომელზეც აეწყობა საკმაოდ სერიოზული პლატფორმა, ეს არის ანას პარტია, ეს არის ლევანის ახლადჩამოყალიბებული თავისუფლების მოედანი, ეს არის სწორი ფორმულა, რისთვისაც ლელო შეიქმნა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიხსნას იმ ტყვეობისგან, რომელსაც ორი პოლუსი ჰქვია და რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას," - ამბობს ხაზარაძე.

რაც შეეხება წინა მოლაპარაკებებს, „ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ ის გაერთიანებები არ შედგა:

არ შედგა ეს გაერთიანება, მე უფრო ახალს მოველოდი, ახალ კონსტრუქციას, არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ მივიღო რაღაც ძველის რეაბილიტაციაში მონაწილეობა, არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაცის გამო ჩრდილი მივაყენო, მე წარმატებას ვუსურვებ. ყველამ ერთად დავისახეთ მიზანი ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები