"გაერთიანება გამსხვილდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს" - ხაზარაძე

18.07.24 21:21
"გაერთიანება გამსხვილდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს" - ხაზარაძე

„გამსხვილდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ - ამის შესახებ ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საუბრობს.
ხაზარაძე არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ხაზარაძის თქმით, პოლიტიკური პლატფორმის გაფართოების გარდა, მთავარი მიზანია, რომ ამომრჩეველმა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა და მობილიზაცია.

ჩვენ ვუპირისპირდებით რუსულ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მიაქანებს სხვა ტრაექტორიით. არ არის მარტივი ბრძოლა, არ არის მარტივი არჩევნები, როცა ვლაპარაკობთ გაერთიანებაზე, არ არის აუცილებელი ყველა პარტიაში, ჩვენთან გაერთიანდეს, მაგრამ ნებისმიერი მოქალაქის ვალია, გამოვიდეს არჩევნებზე, თუ გინდა შეცვალო, შენ თავში უნდა ჩაიხედო, შენ რას აკეთებ,“ - ამბობს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები