სამი პრინციპი გვაერთიანებს - პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და პატიოსნება - ცუცქირიძე
"სამი პრინციპი გვაერთიანებს, რითიც ჩვენ ვარჩევთ ერთმანეთს გუნდში - ეს არის პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და პატიოსნება," - ამის შესახებ მოძრაობის "თავისუფლების მოედანის" დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე საუბრობს და განმარტავს, რატომ გადადგეს ნაბიჯი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად.
როგორც ცუცქირიძე ამბობს, მისი გუნდის წევრები თვლიან, რომ ქვეყნის თავისუფლება ახლა დასაცავია და ამიტომ იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად.
ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ჩვენს მოედანზე დგას, არიან მსოფლიო კლასის პროფესიონალები, შეუძლიათ ნებისმიერ დონეზე იმუშაონ - იქნება ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, იურისპრუდენცია, სამართალი, უსაფრთხოება, დიპლომატია, მაგრამ მათი პატრიოტიზმი გამოიხატება იმით, რომ მათ თქვეს, რომ ჩვენ აქ ვრჩებით, შევდივართ პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება ჩვენს სამშობლოს და ვიქნებით აქ ბოლომდე, სანამ არ მოვახერხებთ, რომ ჩვენს შვილებს გავცეთ ღირსეული პასუხიო, რომ გადავარჩინეთ ჩვენი და მათი თავისუფლება და უკეთესი მომავალი, ამისთვის არის ბრძოლა და ამისთვის გაერთიანდა თავისუფლების მოედანი,“ - ამბობს ლევან ცუცქირიძე.