ხაზარაძე: გახარიასთან და მის პარტიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და მგონი, აქ დავსვათ წერტილი
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "რეაქციაში" ამბობს, რომ გახარიას გუნდთან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას მოლაპარაკებები არ აქვს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ხაზარაძე ამბობს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება გაფართოებას გეგმავს და თუ ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ამაზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
გახარიასთან და მის პარტიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და მგონი, აქ დავსვათ წერტილი, არც ყოფილა უახლოეს ხანში, ამიტომ ეს აგორებული ჭორი არის უბრალოდ ჭორი, ჩვენ ვისთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, იმას ძალიან მალე გაგაცნობთ," - ამბობს ხაზარაძე.