ჩვენთვის გადამწყვეტი ბიძგი იყო რუსული კანონი - ირაკლი ქობალია

18.07.24 22:15
ჩვენთვის გადამწყვეტი ბიძგი იყო რუსული კანონი - ირაკლი ქობალია

„ჩვენ ვხედავთ, რომ გარდამტეხი მომენტია ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ დამფუძნებელი ირაკლი ქობალია და განმარტავს, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა.

ქობალიას თქმით, რუსული კანონი იყო გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც „თავისუფლების მოედანმა“ გადაწყვეტია პოლიტიკურ გაერთიანებაში შესვლა. 

ჩვენ ვხედავთ, რომ გარდამტეხი მომენტია ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე, ჩვენთვის ბუნებრივი ინსტინქტი არ აიყო პოლიტიკაში ჩართვა, ზოგადად, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროფესია და წარმატებული კარიერა, როგორც წესი, ამ გზაზე უარს ამბობენ, ჩვენი პოლიტიკა არის ზედმეტად ტოქსიკური, ზედმეტად აგრესიული და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განვითარების არჩევანი, როგორც წესი ამ გზას არ ირჩევენ. თავისუფლების მოედანი აერთიანებს ადამიანებს სხვადასხვა პროფესიიდან, ვისაც აქვთ წარმატებული კარიერა და მათ აქამდე ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჩვენთვის გადამწყვეტი ბიძგი იყო რუსული კანონი, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ მოვლენების განვითარების დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვკარგავთ ისტირიულ შანს, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ვკარგავთ შანს, რომ ვიყოთ თავისუფალი საზოგადოება, მრავალპარტიული დემოკრატია,“ - ამბობს ირაკლი ქობალია.

მსგავსი სიახლეები