დავდებთ თავისუფლების ლელოს ხალხისთვის 26 ოქტომბერს - მარიამ კუკავა

18.07.24 22:23
დავდებთ თავისუფლების ლელოს ხალხისთვის 26 ოქტომბერს - მარიამ კუკავა

„დავდებთ თავისუფლების ლელოს ხალხისთვის 26 ოქტომბერს,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ მდივანი მარიამ კუკავა საუბრობს.

კუკავას თქმით, ამომრჩეველთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო პარტიამ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში გაერთიანების გადაწყვეტილება.

„არ მინდოდა, გავმხდარიყავი გრუზინი, იმიტომ, რომ ვარ ქართველი და ყოველთვის მინდა, დავრჩე ქართველად“ - ამბობს კუკავა და განმარტავს, რომ რუსული კანონი არის გადამწყვეტი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის.

სანამ ლელოსთან და თავისუფლების მოედანთან გავერთიანდებოთ, დავეკითხეთ ჩვენს ამომრჩეველს, თუ სად ხედავდა ჩვენს პარტიას, ვისთან და გავერთიანებულიყავით თუ არა. ასეთი სულისკვეთება და უკუკავშირი როცა გვაქვს ჩვენს ამომრჩეველთან, მაშინ ჩვენ ვხდებით დაუმარცხებლები და ჩვენ უკვე ვართ გამარჯვებულები. ასეთი უკუკავშირი ხომ მთავრობას არ აქვს... მე ვიქნები დარწმუნებული და ვიქნები გულწრფელი, რომ როდესაც გვაქვს იმის ამბიცია, რომ დავდებთ თავისუფლების ლელოს ხალხისთვის 26 ოქტომბერს, ზუსტად ასეთი სულისკვეთება მაძლიერებს და მაბედნიერებს,“ - ამბობს მარიამ კუკავა.

მსგავსი სიახლეები