როგორი გარდამტეხი ცვლილებებიც შეიტანა პროტესტში ახალგაზრდების მონაწილეობამ, ასეთივე გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანენ არჩევნებზე - ფარულავა

18.07.24 22:31
როგორი გარდამტეხი ცვლილებებიც შეიტანა პროტესტში ახალგაზრდების მონაწილეობამ, ასეთივე გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანენ არჩევნებზე - ფარულავა

„როგორი გარდამტეხი ცვლილებებიც შეიტანა პროტესტში ახალგაზრდების მონაწილეობამ, ასევე, გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებზე,“ - ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის წევრი ოთარ ფარულავა საუბრობს.

ფარულავას თქმით, ახალგაზრდებს გააზრებული აქვთ მათი არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა.

"სატანებს ეძახიან, როდის წავლენ" - ფარულავა მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამომრჩევლები რეგიონებში ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრობენ.

მათ გამჯდარი აქვთ ის, რომ ისინი უნდა მივიდნენ 26 ოქტომბერს და გააფერადონ ცვლილებები და უარი უნდა უთხრას რუსულ ხელისუფლებას. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები არ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის ევროპაში დაბრუნების დაკარგვის შანსს, ასევე მათ არ მოსწონთ მთავარი ამბავი ქართულ ოცნებაში - ოცნებამ 12 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად თითქმის სახელმწიფოს ყველა უჯრედში გააჩინა დაჭაობებული საბჭოთა მენტალიტეტი, როცა ხდები საჯარო მოხელე, ავტომატურად გევალება შემდეგი დავალება, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის პოსტების გამზიარებელი, დაჩი ბერაიას, ირაკლი ზარქუასა და მსგავსი ადამიანების ფეისბუქ ფანკლუბის წევრი უნდა გახდე, რაც მიუღებელია,“ - ამბობს ფარულავა.

მსგავსი სიახლეები