"შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების ამუშავება" - თინა ბოკუჩავა კონგრესმენ უილსონს შეხვდა

19.07.24 10:14
"შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების ამუშავება" - თინა ბოკუჩავა კონგრესმენ უილსონს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აგრძელებს ვიზიტს  აშშ-ში. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა, რომელიც „მეგობარი აქტის“ ინიციატორია;

ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთი შეხვედრა მქონდა  რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. შევხვდი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის „მეგობარი აქტის“ ინიციატორი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს მოქმედება და აამუშაოს სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას ესწრება, როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გლობალური პარტნიორი. „ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაზე მიწვეული ერთადერთი ქართული პოლიტიკური პარტიაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში შედიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი  ირაკლი ქავთარაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
 

მსგავსი სიახლეები