კობახიძე ცდილობს მოატყუოს საზოგადოება, რომ საერთაშორისო იზოლაციაში არ არიან- გია ჯაფარიძე
"ის, რომ კობახიძე არის გაერთიანებულ სამეფოში, არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის შეხვედრები აქვს", - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერი გია ჯაფარიძე საუბრობს. მისი თქმით, პრემიერი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები მოატყუოს, თითქოს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში არ არის და მათ საერთაშორისო ფორუმებზე ჯერ კიდევ იწვევენ.
საქართველოს ხელისუფლება იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში. ის, რომ კობახიძე არის გაერთიანებულ სამეფოში, არ ნიშნავს, რომ მას აქვს მაღალი დონის შეხვედრები, მაღალი დონის შეხვედრა არ ჰქონია. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იწვევენ საერთაშორისო ფორუმებში და ისინი არ იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება არის ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში, ამას ადასტურებს თუნდაც ის კადრები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა იხილეს გუშინ, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.