"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია - მამუკა ხაზარაძე

19.07.24 12:05
"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია - მამუკა ხაზარაძე

ხელისუფლებამ და კობახიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცია, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ახლა განხილვის თემა არა კობახიძის ინგლისში ვიზიტი, არამედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრება უნდა იყოს. 

„ქართული ოცნების“ მთავრობამ და ხელისუფლებამ, მათ შორის, კობახიძემ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო მოექციათ იზოლაციაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ეს გამოიხატა კონკრეტულ ქმედებაში, საქართველომ დაკარგა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სამხედრო წვრთნების ჩატარების, დაკარგა უზარმაზარი ფინანსები ჩვენი ჯარის გაძლიერების და ეს კიდევ განგრძობადი პროცესია, ამიტომ, ჩვენ იმას კი არ უნდა ვიხილავეთ, კობახიძე სად წავიდა, ჩვენ უნდა ვიხილავდეთ დღეს და ვეუბნებოდეთ ჩვენს ქართველ ამომრჩეველს და ჩვენს მოქალაქეებს 26 ოქტომბერს მობილიზაცია როგორ გავაკეთოთ და როგორ გავისტუმროთ „ქართული ოცნებს“ ხელისუფლებიდან, - ამბოს ხაზარაძე.

რა მოაქვს საქართველოსს პრემიერს  ევროპის პოლიტიკური სამიტიდან? ამ დრომდე არ გავრცელებულა არცერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველმა პრემიერმა პირისპირ შეხვედრა გამართა რომელიმე ევროპელ ლიდერთან. 

მსგავსი სიახლეები