"ოცნება" "მარტო სახლშია" დარჩენილი - ანა დოლიძე კობახიძის ბრიტანეთში ვიზიტზე

19.07.24 12:14
"ოცნება" "მარტო სახლშია" დარჩენილი - ანა დოლიძე კობახიძის ბრიტანეთში ვიზიტზე

"ოცნება" ცდილობს მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი, რომ ევროპასთან არაფერი შეცვლილა, - ასე აფასებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ირაკლი კობახიძის დიდ ბრიტანეთში ვიზიტს. ანა დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" "მარტო სახლშია" დარჩენილი. 

ეს ვიზიტი იყო უბრალო მცდელობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი, თითქოს ევროპასთან არაფერი შეცვლილა. არადა, ეს ძალა დარჩენილია „მარტო სახლში“. ფაქტია, ის არის იზოლაციაში და რაც მალე ჩამოვაცილებთ მას ხელისუფლებას, მით მალე შევძლებთ, ქვეყანა დავაბრუნოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპულ ოჯახში, - ამბობს ანა დოლიძე.

რა მოაქვს საქართველოსს პრემიერს  ევროპის პოლიტიკური სამიტიდან? ამ დრომდე არ გავრცელებულა არცერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველმა პრემიერმა პირისპირ შეხვედრა გამართა რომელიმე ევროპელ ლიდერთან.  

მსგავსი სიახლეები