ზარქუა: კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია?

19.07.24 12:41
ზარქუა: კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია?

"კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია?" - ამ სიტყვებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს მიმართავს.

ირაკლი ზარქუა მოუწოდებს ევროდეპუტატს, რომ საქართველოს მთავრობის ნაცვლად საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკოს.

კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია? ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა. რასა ხომ არის, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, კუბილიუსს, ასევე, ველოდები - შენი ქვეყანა ლიეტუვა პირველ ადგილზე გავიდა რუსეთთან ვაჭრობაში, თქვენი სტატისტიკით, ჩვენ გვეუბნებოდი, სანქცია რატომ არ დაუწესეთო, შენ მაინტერესებს, რას შვრები, დაგმე შენი მთავრობა? შენი ლიეტუვას ბიზნეს წრეებს მოუწოდე, რომ ასე არ გააკეთონ, აა, ჩუმად ხარ?“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

მსგავსი სიახლეები