"კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ამნისტიას დაემატოს წინ საყოველთაო ამნისტია" - რა პასუხი მიიღო ჰერმან საბომ
"გირჩი" გეგმავს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. თუმცა, ოპოზიციური პარტია ითხოვს, რომ ამნისტია საყოველთაო იყოს - დეპუტატ ჰერმან საბოს პასუხად რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ტერმინი სამართლებრივი არ არის.
კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ამნისტიას დაემატოს წინ საყოველთაო ამნისტია, თუნდაც მცირედით, თუნდაც ისეთი, რომ ის საფრთხეები, რაზეც თქვენ საუბრობთ, დაზღვეული იყოს, მე სიამოვნებით დავუჭერდი ამ კანონპროექტს მხარს, ახლაც დავუჭერ, მაგრამ იქნებ მოვახერხოთ და საყოველთაო ჩავამატოთ ამ მშვენიერ პროცესს,“ - ამბობს ჰერმან საბო.
ბატონო ჰერმან, ზოგადად, საყოველთაო ეს არ არის სამართლებრივი ტერმინი, ვფიქრობ, რომ ამნისტიაზე როდესაც ვმუშაობთ, მსგავსი შეფასებებისგან ამ შემთხვევაში, უკეთესია, თავი შევიკავო,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.