"ოცნება" ამტკიცებს, რომ კობახიძის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ნაყოფიერი იყო
"ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის ინგლისში ვიზიტით კმაყოფილია. რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიტანეთში ვიზიტი ნაყოფიერი იყო და შედეგი აუცილებლად დადგება. თუმცა, ივანიშვილის გუნდის ვერცერთი წევრი ვერ ასახელებს, ვერცერთ ევროპელ ლიდერს, ვინც პრემიერ კობახიძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა და მინიმუმ, სიტყვიერიი მხარდაჭერაა გამოუცხადა.
თქვენ ნახეთ ვიდეომასალაში, ასევე ფოტომასალა, რომელიც დაიდო, როდესაც მას ჰქონდა ამ ასმიტის პროცესში და არაფორმალურ გარემოშიც ურთიერთობა როგორც მაკრონთან, ასევე სხვა ლიდერებთან. სახის გამომეტყველებაზეც ძალიან ბევრი საინტერესო რამე შეიძლება ადამიანმა ამოიკითხოს როგორი კომუნიკაცია იყო გნებავთ, იმ ფოტომასალაში, გნებავთ, ვიდეომასალაში როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვდებოდა ბორელი იყო ეს, მაკრონი იყო თუ სხვა ლიდერები და იქ არაერთ ლიდერთან ჰქონდა საუბარი. ეს ფორმატი რა კონტექსტსაც ითვალისწინებდა, ეს პროტოკოლურად გასაზღვრული იყო, - ამბობს გივი მიქანაძე.
პრემიერის ლონდოში ვიზიტით კმაყოფილია არჩილ თალაკვაძეც. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ შეხვედრების შესახებ უფრო მეტს ირაკლი კობახიძე სატელევიზიო ეთერით ისაუბრებს.
პრემიერ-მინისტრს ექნება სატელევიზიო ეთერი მალე. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი შესაძლელობა და შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან. მას ექნება სატელევიზიო ეთერი ად კიდევ უფრო მეტს თვითონ იტყვის, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.