შეფერხებით მუშაობენ ავიაკომპანიები და საერთაშორისო აეროპორტები - რა ხდება საქართველოში?
IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში ავიარეისები გაუქმდა. მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები American Airlines-ი, Delta Airlines-ი, United Airlines-ი, Lufthansa და სხვები პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ. შეფერხებებია აეროპორტებშიც - ვერ ხერხდება მგზავრთა შემოწმება.
როგორც "პირველებს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, მათთან ხარვეზი არ შექმნილა არც ჩამოფრენის და არც გაფრენის დროს.
ხარვეზი ჰქონდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, საიდანაც გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტმა ვერ მიიღო, რის გამოც პოზნანში მოუწია დაჯდომა.
ხარვეზის გამო მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეაჩერა Sky News-მაც. კომპანიაში განაცხადეს, რომ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვერ ახერხებენ.