უარი "ოცნებასთან" კოალიციას - რას ამბობს სამოქალაქო საზოგადოების შეთავაზებაზე პეტრე ცისკარიშვილი
უარი "ოცნებასთან" კოალიციას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სამოქალაქო საზოგადოების შეთავაზებას იწონებს და ამბობს, რომ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ენმ მსაგვს დოკუმენტს ხელს აუცილებლად მოაწერს.
თავისთავად ცუდი იდეა ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ამომრჩეველს რაიმე რისკების დაზღვევა სჭირდება, უნდა შემოხაზოს 5 ნომერი - ნაციონალური მოძრაობა, შესაბამისად ჩვენი ოპოზიციაში 12 წელი მტკიცედ დგომით, იმ ფაქტორით, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მართლაც სიცოცხლე გადადო და ჩამოვიდა საბრძოლველად და გამოკეტილი ჰყავთ საკანში, რადგან მისი "ოცნებას" ეშინია, 5 ნომრით შემოხაზვით არის სწორედ იმის გარანტია, რომ ჩვენი პარტია "ოცნებასთან" არ ითანამშრომლებს და მათ მხარეს არ გადავა. თუ სხვა პარტიებისგან გარანტიები და ხელმოწერების ჭირდებათ, ჩვენც დიდი სიამოვნებით მოვაწერთ ასეთ დოკუმენტს ხელს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერშიი.
სამოქალაქო საზოგადოების ახალი შეთავაზება ოპოზიციას - რისკების დასაზღვევად მოქალაქეები ითხოვენ, შეიქმნას დეკლარაცია, რომელიც სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ერთი იდეის გარშემო გააერთიანებს და არც ერთი ფორმით "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ დათანხმდებიან, დასრულდება ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა და მასთან გარიგებაც.