უკანონო დაკავებები და რამაზ ბეღელურის საქმე - რა საკითხებს დააყენებს ერგნეთში შეხვედრაზე ქართული მხარე

23.07.24 12:04
უკანონო დაკავებები და რამაზ ბეღელურის საქმე - რა საკითხებს დააყენებს ერგნეთში შეხვედრაზე ქართული მხარე

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, უკანონო დაკავების 8 შემთხვევა და საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტები  ერგნეთში განხილვის მთავარი თემაა. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ქართული მხარე რამაზ ბეღელურის საკითხის დაყენებასაც  აპირებს, რომელსაც  ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება, რათა მათ მიმართ იქნას გამოყენებული ჰუმანიტარული მიდგომა და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომელიც დაფიქსირებულ იქნა შეხვედრებს შორის პერიოდში. სრული სპექტრით იქნა ეს უკანონო აქტივობები წარმოდგენილი, ვგულისხმობ, როგორც ადრე აღმართული ინსტალაციების განახლებას და შეკეთებას, ასევე ახალი ინსტალაციების მონტაჟს. რაც შეეხება რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობის სტატუსი ყოველთვის მოწმდება. ბოლოს მიღებული ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. რა შეეხება უკანონო ე.წ. სასჯელის შეფარდებას, ეს არის უკანონო ქმედება, რა თქმა უნდა, და ამაზე განმარტებების მოსმენას ვაპირებთ", - განაცხადა ანთაძემ. 

ცნობილია, რომ ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული რამაზ ბეღელურის მდგომარეობა მძიმეა. ის ეპილეფსიით არის დაავადებული და უმძიმეს პირობებში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები