საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავისი თავისთვის და არა ხალხისთვის - ნიკა ობოლაძე
„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის, - ამის შესახებ " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება შობადობის მუდმივ კლებასა და გაზრდილ ემიგრაციაზეც გაამახვილა, რაც მისი თმით, ისევ და ისევ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის, თავის თავისთვის და არა ხალხისთვის. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში ერთი გამონაკლისი წელი არ არსებობს საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს. თუ 2014 წელს 61 ათასამდე ბავშვი დაიბადა საქართველოში, ამის შემდეგ ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი და 2023 წელს დაიბადა 40 ათასი ბავშვი, ანუ შემცირდა 20 ათასით. ასევე, ჩვენ გვაქვს ბავშვთა ემიგრაცია და წელიწადში დაახლოებით 5 ათასი ბავშვი ტოვებს ქვეყანას. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს პოლიტიკას, რომ ეკონომიკა ეკუთვნოდეს კლანს და არ ეკუთვნოდეს ხალხს. ამის გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.