სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია 1 ადამიანი
სისხლიანი გარჩევა თბილისში - თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს.
დაპირისპირება ბაზრის ტერიტორიაზე ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ ხელჩათული ჩხუბი უძღოდა.
მათივე თქმით, დაკავებულს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, მან კი ერთ-ერთ პირს დანა ჩაარტყა და გაიქცა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
როგორც TVPIRVELI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
02.11.26 12:27
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რატომ არის "არასწორი გადაწყვეტილება" საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაწესება
"ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"