შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია სამსახურში - "ევოლუშენი" სკანდალურ მიმოწერაში მონაწილე თანამშრომლებს ათავისუფლებს
"ევოლუშენ ჯორჯია" ათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ. გავრცელებული სკანდალური მიმოწერიდან ირკვევა, რომ დამამცირებელი, შეუარცხყმყოფელი, რასისტული და დისკრიმინაციული მიმართვებით ისინი საკუთარ თანაშრომლებს მოიხსენიებენ.
ევოლუშენ ჯორჯიაში მზად არიან, რომ მიიღონ დამატებითი ზომა, "რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას".
გაცნობებთ, რომ დასრულდა შიდა მოკვლევა რომლის შედეგების გაზიარებამდეც, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევოლუშენის ქცევის კოდექსსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს.
თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. ამდენად, მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას. კომპანიისთვის მიუღებელი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში ვიმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ევოლუშენის ღირებულებების მოთხოვნათა დაცვით.
ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გარდა, ასევე ვიღებთ პროაქტიულ ზომებს კომპანიის თითოეულ თანამშრომელში ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების გასაძლიერებლად. მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების გაძლიერებას, რომელიც შექმნილია პოზიტიური და პატივისცემაზე დამყარებული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად," - წერია განცხადებაში.
"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების პროტესტი არ ჩერდება. უკვე 12 დღეა, აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიას თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას სთხოვენ. გაფიცულთა მცირე ნაწილი ღამეს ისევ ქუჩაში კარვებში ათევს.
გავრცელებულ ე.წ სქრინებში ასევე არის ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოებიც. "ევოლუშენში" მომუშავე ერთ-ერთი პირი "პირველებთან" იმასაც კი ყვება, რომ ერთ-ერთი მენეჯერი დასაქმებულს კონტეინერში კეტავდა.