2024 წლის არჩევნებს "ხმის გუშაგი" დააკვირდება
2024 წლის არჩევნებს "ხმის გუშაგი" დააკვირდება - ეს არის კოალიციური სადამკვირვებლო მისია, რომელიც სხვადასხვა ქალაქში და რეგიონში არსებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს აერთიანებს.
კოალიციის პრეზენტაცია ოფიციალურად ხვალ გაიმართება და ხვალიდან უკვე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ახალ პლატფორმაზე დარეგისტრირდეს და თავისი როლი შეასრულოს გადამწყვეტ არჩევნებში.
იქნება პლატფორმა "ხმის გუშაგი", რომელშიც ვიღებთ ჩვენ მონაწილეობას მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად და დავაკვირდებით არჩევნებს. ჩვენთანაც არის უკვე ამასთან დაკავშირებით სიახლეები. გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დარეგისტრირდეს და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი წამოვიდეს უბნებზე, იმიტომ, რომ ეხლა თუ არ დავიცავით ჩვენი ხმები და ფიზიკურად თუ არ დავდექით იქ, ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოხდეს და სხვამ არ უნდა გადაგვიწყვიტოს ჩვენ ჩვენი მომავალი", - ამბობს ვადო მაჭავარიანი.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში სხვადასხვა პლატფორმა იქმნება. მომავალი თაობა, რუსული კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები გადამწყვეტი არჩევნების წინ ერთიანდებიან.